გერმანიის თავდაცვის მინისტრი – უკრაინა ნატო-ს წევრი გახდება, როგორც კი წინაპირობები შესრულდება

უკრაინა ნატო-ს წევრი გახდება, როგორც კი წინაპირობები შესრულდება, – ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა.

„მესმის უკმაყოფილება და მოუთმენლობა, განსაკუთრებით იმ ვითარებაში, რომელშიც უკრაინაა, სრული თანაგრძნობა მაქვს. მაგრამ მიუხედავად ამისა, გარანტია არსებობს: უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი, როგორც კი წინაპირობები შესრულდება. ეს არის შეთანხმება, რომელიც ადრე არ არსებობდა ასეთი სიცხადით“, – აღნიშნა ბორის პისტორიუსმა.

მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ იმედგაცრუება გამოთქვა სიტუაციის გამო და თქვა, რომ ეს იქნება „აბსურდი“, თუ უკრაინას არ მიენიჭება წევრობის ვადა.

banner
წინა სტატიაშიმეუფე შიომ სამებაში წირვა აღავლინა – მოწამვლაზე გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, მოსაყდრე საჯაროდ პირველად გამოჩნდა
შემდეგი სტატიაანჯეი დუდა – ვიმედოვნებ, რამდენიმე წელიწადში უკრაინა ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი გახდება