მეუფე შიო მისი მოწამვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, საჯაროდ დღეს პირველად გამოჩნდა. პატრიარქის მოსაყდრემ სამების საკათედრო ტაძარში დღეს წირვა აღავლინა.
მოწამვლის შესახებ ინფორმაციაზე კი კომენტარი გააკეთა ეპისკოპოსმა იაკობმა, რომელიც ამბობს, რომ “ვერცერთ ვერსიას ვერ გამორიცხავს”, თუმცა გამოძიებას ელოდება:
“ცუდზე არ ვფიქრობ, ღმერთმა კარგად ამყოფოს და მიზეზი ვნახოთ რა. დღეს ახლა ძალიან ბევრი, რა, შეიძლება ჩინური პროდუქცია იყო, სათამაშოებზე ხომ იცით რაც ხდებოდა, ხო? მე არ ვიცი ახლა, რომელი მეტალი იყო მის სხეულში, სისხლში აღმოჩენილი, ვერ გეტყვით, მაგრამ ძალიან ბევრია. საწვავია, ის არის და ნებისმიერი თქვენთაგანს შეიძლება ეს ჰქონდეს. საერთოდ ვერცერთ ვერსიას ვერ გამოვრიცხავ. დაველოდოთ, რა. მე რომ თავიდანვე საქმის კურსში ვყოფილიყავი, რომ ვიღაცა მტერი ჰყავს და რაღაცა, ჩემი ვერსია მექნებოდა. შიგნით მტერი არ ჰყოლია იმას საპატრიარქოში, რა, მერწმუნეთ. რაზე უნდა ჰყოლოდა?” – ამბობს ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი.