გერმანიის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინა უახლოეს პერიოდში გერმანული წარმოების თვითმავალ საარტილერიო ქვემეხებს მიიღებს

გერმანიის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, უკრაინა უახლოეს პერიოდში გერმანული წარმოების თვითმავალ საარტილერიო ქვემეხებს მიიღებს.

კრისტინ ლამბრეხტის განცხადებით, უახლოეს პერიოდში დასრულდება უკრაინელი სამხედროების გადამზადება, გერმანული წარმოების ქვემეხების Panzerhaubitze 2000-ის გამოყენებასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც უკვე შესაძლებელი იქნება აღნიშნული საარტილერიო ქვემეხების უკრაინისთვის მიწოდება.

მინისტრს ქვემეხების მიწოდების ზუსტი თარიღი არ დაუსახელებია. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, გერმანია უკრაინისთვის შვიდი ერთეული ქვემეხის მიწოდებას გეგმავს ბუნდესვერის მარაგებიდან.

Panzerhaubitze 2000 ტიპის ქვემეხები ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი საარტილერიო იარაღია, რომელსაც მიზნის განადგურება 40 კილომეტრის მანძილზე შუძლია.

banner
წინა სტატიაშიომი საქართველოში არავის უნდა, მაგრამ ლაჩრად და უღირსად ცხოვრებაც არავის უნდა – ხაზარაძე
შემდეგი სტატიამაკა ბოჭორიშვილი: დანიაში ვიზიტს გამოვიყენებთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების და ამ შემთხვევაში, დანიის მხარდამჭერი პოზიციის უზრუნველყოფაში