ომი საქართველოში არავის უნდა, მაგრამ ლაჩრად და უღირსად ცხოვრებაც არავის უნდა – ხაზარაძე

პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე, საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის (GORBI) კვლევის შედეგებს, რომ საქართველოში ომი არავის უნდა ეთანხმება.
მამუკა ხაზარაძის თქმით, ადამიანებს უნდა ჰქონდეს ქვეყნის შესაბამისი პოზიცია და ეს უნდა იყოს ურყევი.

„ვნახე „GORBI-ის“ მიერ ჩატარებული კვლევა და ვეთანხმები მათ. იქ ჩანს, რომ თითქმის 90% არ უნდა ომი საქართველოში და ეს მართალია, არავის არ უნდა ომი. ომი საქართველოში არავის უნდა, მაგრამ ლაჩრად და უღირსად ცხოვრებაც არავის უნდა. ჩვენ უნდა გვქონდეს მკაფიო და ჩვენი ქვეყნის შესაბამისი პოზიცია, ეს პოზიცია უნდა იყოს ურყევი მტკიცე“, – აცხადებს პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი.

banner
წინა სტატიაშიგარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა
შემდეგი სტატიაგერმანიის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინა უახლოეს პერიოდში გერმანული წარმოების თვითმავალ საარტილერიო ქვემეხებს მიიღებს