გერმანიის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებიან

თბილისში, გერმანიის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებიან.

გერმანიის ელჩ ჰუბერტ ქნირშის მიწვევით ვახშამზე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე, ასევე, ოპოზიციის ის წარმომადგენლები მივიდნენ, რომლებიც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების რაუნდებში მონაწილეობდნენ.

შეხვედრაზე ელოდებიან პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატებსაც.

ხელისუფლების წარმომადგენლები კონსენსუსის აუცილებლობაზე საუბრობენ, მათი განცხადებით, თანახმა არიან პირობაზე, რომ მხარე, რომელსაც 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერა ექნება, მთავრობას ვერ დააკომპლექტებს. თავის მხრივ, ოპოზიციაში ამბობენ, რომ ამ პირობას მათი შეთავაზებები უზრუნველყოფს.

banner
წინა სტატიაშიბორჯომის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე დააკავეს
შემდეგი სტატიალუგარის ლაბორატორიაში ინფექციური საავადმყოფოდან გუშინ და დღეს გაგზავნილი 22 ტესტიდან 21-ის პასუხი ნეგატიურია