არსებული ინფორმაციით, ბორჯომის მერი ლევან ლიპარტია და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, მათი დაკავება ქრთამის აღების ფაქტზე მოხდა. როგორც “თაიმერისთვის” გახდა ცნობილი, ლიპარტია და გოგიჩაიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა.
ბორჯომის მერმა საზოგადოებას სკანდალური ფრაზით დაამახსოვრა თავი -“ბაკურიანში წყლის დეფიციტი დამსვენებელთა სიმრავლემ გამოიწვიაო”, რასაც საზოგადოების და თვით ხელისუფლების პროტესტი მოჰყვა.