ლუგარის ლაბორატორიაში ინფექციური საავადმყოფოდან გუშინ და დღეს გაგზავნილი 22 ტესტიდან 21-ის პასუხი ნეგატიურია

საქართველოში ჯერჯერობით კორონავირუსის ორი შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

„ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ საღამოს და დღეს წაღებული 22 ტესტიდან 21 უარყოფითია, კორონავირუსი მხოლოდ ერთ პაციენტს დაუდგინდა. შესაბამისად, ამ ეტაპზე კორონავირუსის ორი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. ამ ეტაპზე 39 პაციენტი გვყავს, როგორც გითხარით, 21 მათგანს კორონავირუსი არ დაუდგინდა და მათ საკარანტინო სივცრეში გადასაყვანად ვამზადებთ. ჩვენთან დარჩება 18 პაციენტი, 8 მათგანის ტესტი გადაგზავნილია და უახლოეს საათებში ველოდებით პასუხებს“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსის ორი შემთხვევაა დაფიქსირებული. 50 წლის კაცი 26 თებერვალს საქართველოში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. იტალიიდან დაბრუნებულ 31 წლის ქალს კი კორონავირუსი 28 თებერვალს დაუდგინდა. ორივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებია.

banner
წინა სტატიაშიგერმანიის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებიან
შემდეგი სტატიაჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის რისკი შეფასების დონე გაზარდა