გერმანიაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

გერმანიაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. აღნიშნულ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

32 წლის ახალგაზრდა დანით მოკლული იპოვეს. შემთხვევა ქალაქ მანჰაიმში მოხდა.

ამ დროისთვის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. ფაქტს გერმანიის პოლიცია იძიებს.

მომხდარის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მოკლულის მეგობრები დააკავეს და დაკითხვაზე ჰყავთ გადაყვანილი.

banner
წინა სტატიაშიისრაელში გამგზავრებასთან დაკავშირებით საგარეო უწყება სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიარეგიონში არსებული გამოწვევები – პრეზიდენტმა ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმის მონაწილეებს მიმართა