რეგიონში არსებული გამოწვევები – პრეზიდენტმა ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმის მონაწილეებს მიმართა

ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმის მეორე დღე. მთავარი თემა ამჯერად – დეზინფორმაცია და ჰიბრიდულ ომში მედიის როლია. შეხვედრის მონაწილეები სასტუმროში რედისონ ბლუ ივერიაში არიან შეკრებილი. მათ საქართველოს პრეზინდეტმა სიტყვით მიმართა.

გიორგი მარგველაშვილმა იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომელიც რეგიონში არსებობს. პრეზიდენტის თქმით, მთავარი გამოწვევა დღეს არის უსაფრთხოების შესუსტებული გარემო რეგიონში, ჰიბრიდული ომი, კიბერ დაპირისპირებები და საზოგადოებრივ აზრზე აგიტაციის მეშვეობით ზეგავლენის მცდელობა, რომელსაც გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, რუსეთი ახორციელებს.

„ასეთ პროცესებს მერე მოჰყვება ხოლმე რეალური შესუსტება უსაფრთხოების გარემოსი. ამ თვალსაზრისით, ერთიანობა და საზოგადოების ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბება, ერთიანი მესიჯით ყოფნა, არის მართლაც გადამწყვეტი. ჩვენ არა ერთხელ გვისაუბრია ჩვენს პარტნიორებთან, რომელიც არსებობს ამ ტიპის გამოწვევებთან მიმართებაში, ერთიანი პოლიტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

“ეს საჭიროება მდგომარეობს იმაში, რომ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, ასევე პარტნიორ ქვეყნებში, ძალიან აქტიურად იყოს ერთიანი მესიჯი, რომელიც გააბათილებდა იმ პროპაგანდას, რომელსაც ახორციელებს რუსეთის ფედერაცია, როგორც საქართველოს, ასევე სხვა ახალი დემოკრატიების მიმართ, როგორც საქართველოს ევროპული ინტეგრაციის, ასევე ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით,“ – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი ნატოს დღეების ფარგლებში იმართება, რომელიც დღეს საქართველოს პრეზინდენტმა გახსნა.

banner
წინა სტატიაშიგერმანიაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
შემდეგი სტატიასკოლებში და საბავშვო ბაღებში 14-დან 17 აპრილის ჩათვლით დასვენებაა