გერმანიაში მიგრანტებს პოლიგამიაზე უარი უთხრეს

გერმანიაში მიგრანტებს პოლიგამიაზე უარი უთხრეს

33გერმანია არ დააკანონებს პოლიგამიას ან არასრულწლოვანებთან ქორწინებას – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, ჰეიკო მაასმა განაცხადა – “ბიბისი” წერს.
“ჩამოსულებიდან არავის აქვს უფლება საკუთარი კულტურული ღირებულებები ქვეყნის კანონზე მაღლა დააყენოს. ყველამ უნდა დაიცვას კანონი იმის მიუხედავად, ადამიანი აქ გაიზარდა თუ არა” – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ ზოგიერთ მუსლიმურ ქვეყნებში მამაკაცებს უფლება აქვთ რამდენიმე ცოლი ყავდეს, გერმანიაში კი პოლიგამია, ასევე არასრულწლოვანებთან ქორწინება კანონით იკრძალება.

გერმანიაში მინიმალური საქორწინო ასაკი 18 წელია.

banner
წინა სტატიაშიკარასინი: სამხრეთ კავკასიასთან დაკავშირებით შეხვედრა მწვავე იყო, მაგრამ პროდუქტიული
შემდეგი სტატიასაგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 36-ე რაუნდთან დაკავშირებით