ჟენევის ფორმატის დისკუსია სამხრეთ კავკასიასთან დაკავშირებით მწვავედ მიმდინარეობდა, მაგრამ დაშვებულ საზღვრებში. მონაწილეებმა რამდენიმე პრაქტიკული საკითხის წინ წაწევა მოახერხეს. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა, დიალოგის შედეგად პრაქტიკული ნაბიჯებიც გადაიდგა. მან თქვა, რომ „შეხვედრის მონაწილეებმა ერთმანეთს აზრი გაუზიარეს სასაზღვრო ზონებთან დაკავშირებით. ახლა იქ მდგომარეობა შედარებით მშვიდია, თუ არ ჩავთვლით საქართველოს მოქალაქის მკვლელობას აფხაზეთის საზღვართან“.
რუსული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში, კარასინმა აღნიშნა, რომ განხილვის პროცესში ქართულმა მხარემ განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება იმ ტრაგიკულ შემთხვევაზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა 19 მაისს. თუმცა, აფხაზურმა მხარემ საპასუხოდ 20 შემთხვევა მოიყვანა, როდესაც, მათი განცხადებით, აფხაზეთის მოქალაქეები და მისი სამხედრო ძალის წარმომადგენლები მოკლულნი იყვნენ ქართველების მიერ. კარასინის თქმით, მიდის მოლაპარაკებები მსგავსი ინციდენტების აღსაკვეთად.
შემდეგი შეხვედრა 6 ივლისს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ საქართველო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე 19 მაისს რუსმა ჯარისკაცმა საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორია მოკლა.
საუბრის დასასრული