გერმანიაში დასაქმებულები სამუშაო ადგილებს ტოვებენ და საქართველოს ხელისუფლებას უჩივიან

გერმანიაში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეები სამუშაო ადგილებს ტოვებენ და საქართველოს ხელისუფლებას სასამართლოში უჩივიან.

მოქალაქეები ამბობენ, რომ დასაქმების სააგენტომ ისინი მოატყუა.

“პირველ დამსაქმებელთან 9 ევროს ნაცვლად გვიხდიდნენ 3 ევროს ყუთზე, ხოლო მეორე დამსაქმებელთან 2,5 ევროს. კონტრაქტის პირობების არანაირი გათვალისწინება. ხელისუფლებისგან დაპირებული თანხა იყო 75 ევრო და რეალურად მაქსიმუმ 35 ევროს ვიღებდით”,- ამბობს ჯაბა ჩაჩანიძე.

გერმანიაში წასული დასაქმებულების თქმით, ისინი ტრეფიკინგის მსხვერპლნი არიან და ამაში დამნაშავე საქართველოს მთავრობაა.

banner
წინა სტატიაშიკალაძე ქუჩის ძაღლების საკითხზე: უახლოეს მომავალში წარვუდგენთ საზოგადოებას ჩვენს ხედვას, რა უნდა გაკეთდეს
შემდეგი სტატიაზარქუა სახალხო დამცველზე: გამოწვევებთან ერთად წარმატებებზეც უნდა ილაპარაკოს