ზარქუა სახალხო დამცველზე: გამოწვევებთან ერთად წარმატებებზეც უნდა ილაპარაკოს

“ქართული ოცნების” დეპუტატი, ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ სახალხო დამცველის ანგარიში ხელისუფლების მისამართით უფრო კრიტიკულია, ვიდრე ოპოზიციის მიმართ.

“რაღაც ნამეტანი მიდრეკილია, რომ ოპოზიციის მიმართულებებით მოხდეს ანგარიშში წარმოჩენა, ცალკეული დარღვევების და გამოწვევების, ხოლო მეორე მხარეს, ვინც მაგალითად, ქართული ოცნების, ან მმართველი პარტიის მხარეს დგას, ის ნიველირებულია. არის გონივრული ეჭვი, რომ ეს გამიზნულად კეთდება. გამოწვევებთან ერთად წარმატებებზეც უნდა ილაპარაკოს, ჩვენ გაგვიხარდება და ჩავთვლით, რომ ობიექტურია”,-თქვა ირაკლი ზარქუამ.

banner
წინა სტატიაშიგერმანიაში დასაქმებულები სამუშაო ადგილებს ტოვებენ და საქართველოს ხელისუფლებას უჩივიან
შემდეგი სტატიაუკრაინის დედაქალაქში საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა დასრულდა