გერმანიაში ათასობით გეის კომპენსაციას გადაუხდიან

გერმანიის მთავრობამ მიიღო კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც 50 ათასი მამაკაცის განაჩენი ჰომოსექსუალობის გამო, გაუქმებულია. ისინი მე-19 საუკუნეში მიღებული კანონის მიხედვით გაასამართლეს, რომელიც 1871 წლის 15 მაისს შევიდა ძალაში. “175-ე პარაგრაფი” სხვადასხვა მთავრობის ხელში რამდენჯერმე შეიცვალა. კანონი ნაცისტების დროს გამკაცრდა და შედეგად, ცვლილებების გარეშე გადავიდა გერმანიის სისხლის სამართლის კანონში.
მესამე რეიხის დროს “მამაკაცებს შორის არაბუნებრივი გარყვნილობის” ბრალდებით სულ 50 ათასი ადამიანს გამოუტანეს განაჩენი.
ახალი კანონის პროექტი გულისხმობს კომპენსაციის გადახდას იმ ადამიანებისათვის, რომლებიც აღნიშნული კანონით გასამართლდა. მათ 3 ათას ევროს გადაუხდიან განაჩენის გამო, და 1500 ევროს ყოველ წელზე, რომელიც ციხეში გაატარეს.
ახალი კანონი პარლამენტმა უნდა მიიღოს. სხვადასხვა შეფასებით, გერმანიაში აღნიშული კანონით გასამართლებული 5 ათასამდე მამაკაცი ცხოვრობს.

banner
წინა სტატიაშიჩრდილოეთ კორეაში რაკეტა გაშვებისთანავე აფეთქდა
შემდეგი სტატიარაკაში სკოლა საჰაერო დაბომბვაში მოყვა