რაკაში სკოლა საჰაერო დაბომბვაში მოყვა

სკოლა, რომელიც სირიაში, ქალაქ რაკასთან მდებარეობს და სადაც ლტოლვილები ცხოვრობენ, ჰაერიდან დაიბომბა – დამკვირვებლების ორმა ჯგუფმა გაავრცელა. ბრიტანეთში არსებული სირიაში ადამიანის უფლებების მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, ავიადარტყმების შედეგად მინიმუმ 33 ადამიანი გარდაიცვალა. აქტივისტების ჯგუფმა Raqqa is Being Slaughtered Silentl-დან (“რაკას ჩუმად ანადგურებენ”) გაავრცელეს, რომ შენობაში მყოფი 50 ოჯახის ბედი უცნობია.
ორივე ჯგუფი ავრცელებს, რომ ავიადარტყმები აშშ-ს მეთაურობით კოალიციის თვითმფრინავებმა განახორციელეს. თვითონ კოალიციას, ჯერჯერობით მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებია. რაკა 2014 წლიდან “ისლამური სახელმწიფოს” კონტროლ ქვეშ იმყოფება და ის ჯიჰადისტების მთავარ თავშესაფრად ითვლება.
სირიაში სამოქალაქო ომი 2011 წლიდან მიმდინარეობს

banner
წინა სტატიაშიგერმანიაში ათასობით გეის კომპენსაციას გადაუხდიან
შემდეგი სტატიატრამპი ბრიუსელში ნატოს სამიტს დაესწრება