გერმანიაში 5G ქსელის შექმნასთან დაკავშირებით აუქციონი დაიწყო

გერმანიაში 5G ქსელის ინფრასტრუქტურის შექმნასთან დაკავშირებით აუქციონი დაიწყო. ფედერალური მობილური ქსელის სააგენტოს ხელმძღვანელმა იოახიმ ჰომანმა 19 მარტს დილით ხელი დააჭირა წამზომის ღილაკს, რომელიც მანამდე 2000 წელს გამოიყენეს – “დოიჩე ველე” წერს. მაშინ, მობილური სიხშირის გაყიდვის პირველმა აუქციონმა ფედერალურ ბიუჯეტს 51 მილიარდი ევრო მოუტანა. მიმდინარე აუქციონი ბევრად ნაკლებ მოგებას მოიტანს, სავარაუდოდ, 3-5 მილიარდს ელოდებიან, ისევე, როგორც 2010 და 2015 წლებში.

კომპანია-მონაწილეებისადმი მოთხოვნები საკმაოდ მკაცრია. მათ სოლიდური თანხის ჩადება მოუწევთ პირობების შესასრულებლად.
რადიაციისაგან დაცვის უწყება დამატებითი კვლევების ჩატარებას ითხოვს, რომ შეისწავლონ მაღალი რადიოსიხშირეების და მასთან დაკავშირებული რადიომაგნიტური გამოსხივების ზეგავლენა ადამიანის ორგანიზმზე.

banner
წინა სტატიაშინინო გვენეტაძეს შეუძლია, ბევრი საინტერესო რამ ისაუბროს ამ კლანის შესახებ
შემდეგი სტატიამაიორკაზე მთვრალ ტურისტებს დააჯარიმებენ