მაიორკაზე მთვრალ ტურისტებს დააჯარიმებენ

ქალაქ პალმაში რამდენიმე პოპულარულ რაიონში ალკოჰოლის მიღებას აკრძალავენ, მათ შორის, სანაპიროზე, რომ მთვრალი ტურისტების პრობლემა მოაგვარონ. მერიის ახალი აკრძალვები ქალაქის ექვსკილომეტრიან სანაპიროს და ცენტრალურ ზონებს ეხება – “ბიბისი” წერს.
პოლიცია, ანტისაზოგადოებრვი ქცევისთვის ტურისტებს პირველი აპრილიდან 3 ათასი ევროთი დააჯარიმებს. დაჯარიმდებიან, ასევე, ბარები, კლუბები და რესტორნები, რომელბიც კანონს დაარღვევენ. მათ ხელი არ უნდა შეუწყონ ქუჩაში ალკოჰოლის მოხმარებას.

პალმას რაიონებში უკვე აღარ იქნება “ბედნიერი საათები” ან შეთავაზება “ორი, ერთის ფასად”.

გასულ წელს 15 შემთხვევა დაფიქსირდა, როცა მთვრალი ტურისტები აივნებიდან გადავარდნენ. აქედან 8 შემთხვევა სიკვდილით დასრულდა.

banner
წინა სტატიაშიგერმანიაში 5G ქსელის შექმნასთან დაკავშირებით აუქციონი დაიწყო
შემდეგი სტატიამმართველმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება-სანდრა რულოვსს ზვიად სიჭინავა დაუპირსპირდება