გერმანიამ უარი თქვა აღიაროს, რომ “ისლამური სახელმწიფო” განადგურებულია

აშშ-ს მოკავშირეები არ აღიარებენ შეერთებული შტატების მტკიცებას იმის შესახებ, რომ ტერორისტული ორგანიზაცია “იალსმური სახელმწიფო” დამარცხებულია – გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. მისი თქმით, ბოევიკების სრულებით დამარცხება, ჯერჯერობით, არ მომხდარა. გარდა ამისა, ვაშინგტონს, სირიიდან ჯარების გაყვანის შესეხაბ განცხადების შემდეგ საკუთარი გეგმები ჯერაც არ წარუდგენია.
“ჩვენ ევროპის მეგობრულ სახელმწიფოებთან და მუსლიმურ სახელმწიფოებთან ერთად ვთანხმდებით იმაში, რომ “ისლამური სახელმწიფოს” ტერორი არ უნდა აღდგეს” – თქვა მინისტრმა და დაამატა, რომ სირიას ჯერაც სჭირდება მოკავშირეების გამანადგურებლები, დაზვერვის ფოტოები და სხვა დახმარებები, რადგანაც ტეროტისტები უდაბნოს ტერიტორიაზე იმალებიან.

ადრე ტრამპის განცხადებას ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ტობიას ელვუდიც არ დაეთანხმა. მისი თქმით, “ისლამური სახელმწიფო” კი არ განადგურდა, არამედ, სხვა ექსტრემისტულ დაჯგუფებად გადაიქცა, სერიოზული საფრთხე კი ისევ არსებობს.
19 დეკემბერს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკელი ჯარისკაცები სირიას დატოვებენ. მოგვიანებით დაამატა, რომ ტერორისტულ დაჯგუფებებთან ბრძოლა რეგიონის სხვა ქვეყნებმა უნდა გააგრძელონ.

banner
წინა სტატიაშიკრემლის იმპერიალისტური და კოლონიალისტური ზრახვები მუდამჟამს მოღალატე და კარიერისტი პერსონების ბაზაზე იდგა და სადღეისოდაც ასეა
შემდეგი სტატიათურქეთმა სირიისკენ ტანკები გადასხა