გერმანიამ 6 აზერბაიჯანელ ოპოზიციონერ აქტივისტს ქვეყანა დაატოვებინა – BBC

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, გერმანიამ 6 აზერბაიჯანელ ოპოზიციონერ აქტივისტს ქვეყანა დაატოვებინა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ყველა მათგანი პოლიტიკურ თავშესაფარს მოითხოვდა, რაზეც უარი ეთქვათ. მედიასაშუალება ასევე წერს, რომ დეპორტაციის შემდეგ, ყველა მათგანს უთვალთავლებენ და აპატიმრებენ.

BBC-ის თანახმად, გასულ წელს, ივნისიდან ნოემბრამდე, გერმანიამ თავშესაფრის მიღებაზე უარი უთხრა და ქვეყნა დაატოვებინა მალიქ რზაევს, ჯაფარ მირზოევსა და პუნხან ქერიმლის. ყველა მათგანი აზერბაიჯანში ოპოზიციონერი აქტივისტია, ისინი ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ, ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით დააკავეს.

მაისში კიდევ ერთი აქტივისტი, ზია იბრაჰიმი აზერბაიჯანში ვალების გადაუხდელობის გამო დაბრუნების შემდეგ დააპატიმრეს, სამირ აშუროვი კი – ჩხუბის ბრალდებით.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი ამბობს, რომ 2021 წლამდე გერმანია ოპოზიციონერ აქტივისტებს ქვეყნიდან არ აძევებდა.

გერმანულ გამოცემა Deutsche Welle-სთან მუხთარლიმ თქვა, რომ ის პირადად გაეცნო ექვსივე აქტივისტის საქმეს. მისი თქმით, გერმანიაში ყოფნის პერიოდში ყველა მათგანი აგრძელებდა პოლიტიკურ აქტივობას:

“ისინი აორგანიზებდნენ ან მონაწილეობდნენ საპროტესტო აქციებში, რომლის მიზანი აზერბაიჯანში რეპრესიებისა და ძალადობის პროტესტი იყო. ამ აქციებიდან ყველაზე რეზონანსული იყო 2020 წელს 12-დღიანი შიმშილობა გერმანიის კანცლერის ოფისის წინ”, – თქვა მან.

როგორც მუხთარლი ამბობს, ამის გამო ბაქოში ხელისუფლება გაბრაზდა, მიაღწია მათ დეპორტაციას და ახლა აზერბაიჯანში მათზე შურს იძიებენ.

banner
წინა სტატიაშირუსეთს ომის დასრულება არ სურს – ზელენსკი
შემდეგი სტატიასაბერძნეთში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე მყოფი რვავე პირი უკრაინის მოქალაქე იყო