საბერძნეთში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე მყოფი რვავე პირი უკრაინის მოქალაქე იყო

საბერძნეთში ჩამოვარდნილი სატვირთო თვიმფრინავის ბორტზე მყოფი რვავე პირი დაიღუპა – ისინი უკრაინის მოქალაქეები იყვნენ. თვითმფრინავს საბრძოლო ტვირთი სერბეთიდან იორდანიაში გადაჰქონდა.

შემთხვევა ადგილობრივი დროით 23:00 საათამდე მოხდა. საბერძნეთის სამოქალაქო ავიაციის სამსახურმა მიიღო შეტყობინება თვითმფრინავის ერთ-ერთ ძრავასთან დაკავშირებული პრობლემის შესახებ. პილოტი ავარიული დაშვებისთვის ნებართვას მოითხოვდა.

თვითმფრინავს დაშვება შესთავაზეს სალონიკის ან კავალას აეროპორტში. თვითმფრინავმა დაშვება კავალასის აეროპორტში გადაწყვიტა, თუმცა ის აეროპორტიდან 40 კილომეტრში ჩამოვარდა. თვითმფრინავს 12 ტონა სამხედრო ტვირთი, სავარაუდოდ ჭურვები, გადაჰქონდა.

თვითმფრინავი ეკუთვნოდა Meridian-ს, რომელიც, მისი ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით, ახორციელებს ჩარტერულ სატვირთო ფრენებს მთელს მსოფლიოში, ასევე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ჰუმანიტარული მარაგების ტრანსპორტირებისთვის ფრენებს. გარდა ამისა, იგი მჭიდროდ თანამშრომლობს გაეროსთან და NATO-სთან სასწრაფო ტვირთების მიწოდებაზე, მათ შორის სამხედრო დანიშნულებისთვის.

banner
წინა სტატიაშიგერმანიამ 6 აზერბაიჯანელ ოპოზიციონერ აქტივისტს ქვეყანა დაატოვებინა – BBC
შემდეგი სტატიასოსო გოგაშვილთან ადვოკატი შევიდა – მას ბრალს ოფიციალურად წარუდგნენ