გერმანია კიევში საელჩოს ხელახლა გახსნის

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტმა, ანალენა ბერბოკმა კიევში ვიზიტისას თქვა, რომ გერმანია უკრაინაში საელჩოს ხელახლა გახსნის. ბერბოკის ინფორმაციით, საელჩო მუშაობას შეზღუდული შესაძლებლობებით დაიწყებს.

განცხადებაში საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი საკუთარი თავის მოტყუების მსხვერპლი გახდა.

“მას სჯეროდა, რომ ჩვენი ევროპული ღირებულებები, თავისუფლება და ჰუმანურობა, გვასუსტებს. უკრაინელებმა დაამტკიცეს, რომ ეს სინამდვილეში პირიქითაა. თავისუფლების სურვილი გაძლიერებთ.

[…] თქვენი ბრძოლა არის გარდამტეხი მომენტი ლიბერალურ დემოკრატიასა და ავტოკრატიულ რეჟიმებს შორის მსოფლიო დავაში”. – თქვა მან.

ბაერბოკი ასევე შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის.

banner
წინა სტატიაშივლადიმერ პუტინმა ალან გაგლოევს დე ფაქტო პრეზიდენტის პოსტზე არჩევა მიულოცა
შემდეგი სტატიაუკრაინელებმა ხარკოვის 4 დასახლებაზე კონტროლი აღადგინეს