ამერიკულ “აღფრთოვანების რეიტინგს” მიშელ ობამა მოექცა სათავეში

აშშ-ს ყოფილი პირველი ლედი მიშელ ობამა ამერიკულ “აღფრთოვანების რეიტინგს” მოექცა სათავეში, რომელსაც 17 წლის მანძილზე ჰილარი კლინტონი ლიდერობდა – გამოკითხვა სოციოლოგიურმა ჯგუფმა Gallup-მა ჩაატარა. მეორე ადგილი დაიკავა ტელეწამყვანმა და მედიამაგნატმა ოპრა უინფრიმ, რომელსაც მოსდევს ჰილარი კლინტონი და შემდეგ შეერთებული შტატების პირველი ლედი მელანია ტრამპი. ლიდერების ხუთეულშია დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე, მეექვსე ადგილზე კი გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი – “ამერიკის ხმა” წერს.

მამაკაცად, რომელიც აღფრთოვანებას იწვევს, 11-ჯერ ზედიზედ ბარაკ ობამა დაასახელეს. მან ქვეყნის ლიდერს დონალდ ტრამპს გაუსწრო, რომელმაც ზედიზედ მეოთხედ მეორე ადგილი დაიკავა.

გამოკითხვის ფარგლებში, რომელიც დეკემბრის თვეში ჩატარდა, ამერიკელებს შეეძლოთ ნებისმიერი ქვეყნიდან აერჩიათ ქალი ან მამაკაცი, რომელიც მათ აღფრთოვანებას იწვევდა.

banner
წინა სტატიაშისირიაში დიპლომატებმა დაბრუნება დაიწყეს
შემდეგი სტატიაგერმანია გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმირების მოწოდებას აკეთებს