გერმანელი ფერმერები გვალვის გამო მთავრობისგან კომპენსაციას მიიღებენ

მასობრივი გვალვის გამო, გერმანელი ფერმერები მთავრობისგან კომპენსაციას მიიღებენ. კომპენსაციის თანხამ, შესაძლებელია 340 მილიონ ევროს მიაღწიოს – ამის შესახებ  გერმანიის სურსათისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა იულია კლიოკერმა განაცხადა.

თანხას  როგორც ბერლინი, ასევე, ადგილობრივი მიწების ადმინისტრაციები გასცემს. შეგახსნებთ, გვალვის შედეგად, რომელიც გერმანიაში მიმდინარე წელს უპრეცენდენტო იყო, დაახლეობით 10 ათასი ფერმერი დაზარალდა. მათი მოსავალი უწყლობის შედეგად, დაახლეობით 30%-ით შემცირდა  -ამის შესახებ “დოიჩე ველე” წერს.

გერმანული მედიის მერი ვრცელდებოდა ინფორმაცია,რომ გერმანელი ფერმერების ზარალი, რვა ფედერალურ მიწაზე, დაახლოებით 3 მილიარდი ევროს შეადგენდა. გერმანელ ფერმერთა გაერთიანებამ ხელისუფლებისგან სასწრაფო დახმარების სახით ერთი მილიარდი ევრო მოითხოვა.

banner
წინა სტატიაშიჩეხეთმა “პრაღის გაზაფხულზე” საბჭოთა ჯარების შეყვანა ოკუპაციად აღიარა
შემდეგი სტატიამამუკა ბახტაძე და ანგელა მერკელი პირისპირ შეხვედრას მართავენ