ჩეხეთმა “პრაღის გაზაფხულზე” საბჭოთა ჯარების შეყვანა ოკუპაციად აღიარა

ჩეხეთის პარლამენტის ქვედა პალატის დეპუტატებმა ჩეხოსლოვაკიის სოციალისტური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ვარშავის შეთანხმების ქვეყნების ჯარების შეყვანას ინტერვენცია და ოკუპაცია უწოდეს -ამის შესახებ  ადგილობრივი Ceske Noviny წერს.   რეზოლუციას 156 დეპუტატიდან ხმა 145-მა მისცა.

მისი ინიციატორი ქრისტიან-დემოკრატიული ფრაქცია იყო.

1968 წლის 21 აგვისტოს ვარშავის შეთანხმების ქვეყნებმა – საბჭოთა კავშირი, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა, უნგრეთი და ბულგარეთი – საკუთარი ჯარები შეიყვანეს ჩეხოსლოვაკიის სოციალისტურ რესპუბლიკაში.ეს გადაწყვეტილება მიიღეს ლიბერალიზაციის პროცესის შესაჩერებლად, რომელმაც სახელად “პრაღის გაზაფხული” მიიღო. საბჭოთა რესპუბლიკაში დემოკრატიზაცია ალექსანდრ დუბჩეკისა და მისი რეფორმების შედეგად დაიწყო, რომელიც მიმართული იყო თანამოქალაქეების უფლებებისა და თავისუფლების გაზრდისკენ. სამხედროების შეყვანის შემდეგ “პრაღის გაზაფხული” დასრულდა. ინტერვენციის შედეგად 108 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაშავდა.

banner
წინა სტატიაშიგერმანიის კანცლერი საოკუპაციო ხაზთან მიდის, რაც იმის დადასტურებაა, რომ გერმანიისთვის ოკუპაცია კატეგორიულად მიუღებელია
შემდეგი სტატიაგერმანელი ფერმერები გვალვის გამო მთავრობისგან კომპენსაციას მიიღებენ