გერასიმოვი იზიუმში ჩავიდა და გეგმავს, უკრაინაზე შეტევას პირადად უხელმძღვანელოს

რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი იზიუმში ჩავიდა, რათა პირადად უხელმძღვანელოს შეტევას, – ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინული მედია Defense Express-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გერასიმოვი სტრატეგიული დონის ოპერაციების მეთაურობს და შესაძლებელია სწორედ ეს იყოს მტკიცებულება, რომ რუსეთის ხელმძღვანელობა, სერიოზულადაა ორიენტირებული დონბასში გარკვეული ტაქტიკური გამარჯვების მიღწევაზე.

როგორც გამოცემა წერს, გერასიმოვის საველე სამეთაურო პუნქტებში ჩასვლა იმაზე მიუთითებს, რომ მეთაურად, გენერალ ალექსანდრე დვორნიკოვის დანიშვნამ, ვერ გააუმჯობესა რუსი ოკუპანტების ვითარება ქვედანაყოფების კოორდინაციასა და კონტროლთან დაკავშირებით.

banner
წინა სტატიაშიბუჩას ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე 10 ოკუპანტის ვინაობა ცნობილია (ფოტოები)
შემდეგი სტატიარუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მსახურები რუსული არმიის ჯარისკაცები არიან – უკრაინის დაზვერვა