რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მსახურები რუსული არმიის ჯარისკაცები არიან – უკრაინის დაზვერვა

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მსახურები რუსული არმიის ჯარისკაცები არიან – ინფორმაციას უკრაინის დაზვერვა ავრცელებს. უწყების ცნობით, რუს სასულიერო პირებს დაევალათ, რომ რუსეთის ჯარში სამსახურისთვის კამპანია აწარმოონ.

კრემლის დავალებით, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები ამართლებენ რუსეთის აგრესიას, უკრაინელი ხალხის გენოციდს და მოუწოდებენ მორწმუნე მრევლს, შეუერთდნენ რუსეთის საოკუპაციო ძალების რიგებს.

უკრაინის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო წერს, რომ რუსული ეკლესიის ჩინოვნიკებმა მიიღეს მკაფიო ინსტრუქციები, რომ აგიტაცია მოახდინონ ახალგაზრდა რუსების მშობლებისა და ნათესავების წახალისების მიზნით, რათა ხელშეკრულებას სამხედრო სამსახურზე ხელი მოაწერონ.

დაზვერვა წერს, რომ ყველა დამნაშავე დაისჯება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის.

banner
წინა სტატიაშიგერასიმოვი იზიუმში ჩავიდა და გეგმავს, უკრაინაზე შეტევას პირადად უხელმძღვანელოს
შემდეგი სტატიაირაკლი ლექვინაძე: საზღვაო კოდექსში ინიცირებული ცვლილებები ხელს შეუწყობს თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული პირობების დაცვას