გეოლოგების თქმით, ვაშლიჯვრის ტერიტორიაზე გადაადგილება უსაფრთხო არ არის

გეოლოგების თქმით, ვაშლიჯვრის ტერიტორიაზე, სადაც მოძრაობა, გუშინ, 27 აგვისტოს აღდგა, გადაადგილება უსაფრთხო არ არის. ადგილზე დიდი ნაპრალები ცემენტითაა ამოვსებული, თუმცა პატარა ბზარები კვლავაც შესამჩნევია. სპეციალისტები გეოლოგიური კვლევების გასაჯაროებას მოითხოვენ.​

“ამ ნაწილის გამაგრება არ ნიშნავს, რომ უსაფრთხოა მაჭავარიანის ქვედა მხარე. იქ საკმაოდ სერიოზული პრობლემებია არასწორი საინჟინრო გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე. აქ არ ვიცით რა გაკეთდა, როგორ გაკეთდა, არის დახურული პროექტი. ვისურვებდი, რომ გასაჯაროებული იყოს კვლევა და კვლევის შედეგად საინჟინრო გადაწყვეტილება,- ამბობს თეა გოდოლაძე.

banner
წინა სტატიაშიხვიჩია – როდის ყოფილა აქამდე, რომ რომელიმე პარტიის კვლევა არჩევნებზე ამხდარიყო
შემდეგი სტატიაკუჭავა – ჩვენ გავიმარჯვებთ, გავიმარჯვებთ იმ შედეგებიდან გამომდინარე, რასაც მივაღწიეთ