გენერალური პროკურორი ხვალ კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიებს მათ ადვოკატთან ერთად შეხვდება

საქართველოს გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე ხვალ კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიებს და მათი ინტერესების დამცველს, ადვოკატ ამირან გიგუაშვილს შეხვდება.

შეხვედრა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში 15:00 საათზე გაიმართება.

კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიების ადვოკატმა შალვა თადუმაძესთან შეხვედრის თხოვნით გენერალურ პროკურატურაში განცხადება დღეს წარადგინა.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე – “ნაციონალური მოძრაობა” გაიქცა, ეს მათ სჩვევიათ
შემდეგი სტატიამზია თოდუა – უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატთა შერჩევის პროცესი არ არის სამართლიანი