მზია თოდუა – უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატთა შერჩევის პროცესი არ არის სამართლიანი

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი მზია თოდუა უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატთა შერჩევის პროცესს არაეფექტურს უწოდებს.

მზია თოდუა თვლის, რომ პროცესი უფრო გამჭვირვალე უნდა იყოს და მასში მონაწილეობის მიღება სხვა მსურველებსაც უნდა შეეძლოთ.

„სამწუხაროდ, კანონმდებელმა თავის დროზე არ გაითვალისწინა უზენაესი სასამართლოს წევრების შერჩევის კრიტერიუმები. მართალია, საბჭოს წევრებმა ბრძანეს, რომ შერჩევა მოხდა ზოგადი პრინციპების საფუძველზე, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეთა გამწესება სააპელაციოში გარკვეული წესის დაცვით ხდება, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უნდა შეემუშავებინა კანდიდატურათა დასახელების წესი. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ პროცესი არ არის სამართლიანი. შერჩევა უნდა იყოს გამჭვირვალე და სხვასაც უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მიიღოს კონკურსში მონაწილეობა. ამ შემთხვევაში ასე არ მოხდა. მიმაჩნია, რომ საჭიროა, ორგანულ კანონში შევიდეს ცვლილება, რომელმაც უნდა განსაზღვროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატად დასახელების პროცედურა. შესაძლოა, ამ სიაში ბევრი ღირსეული კანდიდატია, თუმცა შერჩევის პროცესში მონაწილეობის საშუალება სხვებსაც უნდა ჰქონოდეთ“,- განაცხადა მზია თოდუამ.

banner
წინა სტატიაშიგენერალური პროკურორი ხვალ კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიებს მათ ადვოკატთან ერთად შეხვდება
შემდეგი სტატიაკახა კალაძე – „ნაციონალური მოძრაობა“ აჩვენებდა, როგორი არ უნდა ყოფილიყო ხელისუფლება, დღეს კი გვაჩვენებენ, როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია