გენერალური პროკურორი ცოტნე გამსახურდიას ხვდება

საქართველოს მთავარ პროკურატურაში, გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟს ცოტნე გამსახურდიას და მის ადვოკატს ამირან გიგუაშვილს ხვდება.

ცოტნე გამსახურდია და მისი ადვოკატი მთავარ პროკურატურაში 15:00 საათზე შევიდნენ.

შეხვედრამდე არც გამსახურდიამ და არც გიგუაშვილმა მედიასთან კომენტარი არ გააკეთეს.

აღსანიშნავია, რომ ზვიად გამსახურდიას კიდევ ერთი ვაჟი კონსტანტინე გამსახურდია შეხვედრას ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობის გამო ვერ ესწრება.

banner
წინა სტატიაშისემეკ-ის წევრი გაზის ტარიფის შემცირების მიზეზებს განმარტავს
შემდეგი სტატია,,ახალი წლის ღონისძიებებისთვის გამოყოფილი 2 მილიონ 700 ათასი ლარიდან მომღერლებს 1 მილიონ 700 ათასს გადაუხდიან “