,,ახალი წლის ღონისძიებებისთვის გამოყოფილი 2 მილიონ 700 ათასი ლარიდან მომღერლებს 1 მილიონ 700 ათასს გადაუხდიან “

საახალწლო ღონისძიებებში დედაქალაქის მერი 2 მილიონ 700 ათას ლარზე მეტს დახარჯავს. ამის შესახებ საკრებულოს დეპუტატმა, “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ხაბეიშვილის განცხადებით, ორი კვირის წინ ნაციონალურმა მოძრაობამ გაასაჯაროვა დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც საახალწლო ღონისძიებები ორი მილიონი ლარი ჯდებოდა, თუმცა მისივე თქმით, კახა კალაძემ ეს ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ საახალწლო ღონისძება მხოლოდ მილიონი ლარი დაჯდებოდა. მისი თქმით, დღეს კი ირკვევა, რომ პრემიერის მიერ ბიუჯეტიდან დამატებით გამოყოფილი 1 მილიონ 700 000 ათასი ლარი მომღერლების ჰონორარებისთვის დაიხარჯება.

„20 დეკემბერს პრემიერმა გამოსცა განკარგულება, 1 მილიონ 700 ათასი ლარი გამოჰყო ტენდერის გარეშე რომ საახალწლო ღონისძიებებისთვის დახარჯოს კახი კალაძემ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ამ განკარგულებაში წერია, რომ 1 მილიონ 758 800 ლარი დაიხარჯება ჰონორარებისთვის. საზოგადოებისთვის რომ კარგად გასაგები იყოს 1 მილიონ 700 ათას ლარს დავხარჯავთ მომღერლებისთვის. მაშინ, როცა 10 ათასობით ბავშვი შიმშილობს, მაშინ როცა 1 მილიონ 700 ათასი ლარი 4000 სოციალურად დაუცველისთვის საკმარისია რომ წლიდან წლამდე გამოიკვებონ.

„მოვუწოდებთ დედაქალაქის მერს უარი თქვას ამ, გადაწყვეტილებაზე და თბილისელებს ნუ გადაახდევინებს ხარკს კონკრეტული მომღერლებისთვის, რომლებიც ემსახურებოდნენ ქართულ ოცნებასა და სალომე ზურაბიშვილს,”-ამბობს ხაბეიშვილი.

banner
წინა სტატიაშიგენერალური პროკურორი ცოტნე გამსახურდიას ხვდება
შემდეგი სტატიაცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიებმა შიმშილობა შეწყვიტეს