მუსიკალურ ფესტივალ “GEM Fest”-დან ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში კიდევ 5 ახალგაზრდა გადაიყვანეს. 5-დან 2 ახალგაზრდის მდგომარეობა მალევე გაუმჯობესდა და ისინი გაწერეს, ხოლო დანარჩენი 3 ახალგაზრდა ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.
ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.
მათივე ცნობით, 2 ახალგაზრდას დაუზუსტებელი სუბსტანციისა და ნივთიერების ტოქსიკური ეფექტის დიაგნოზი დაუსვეს, 3-ს კი სხვა სიმპტომები აღენიშნებოდა.
4 აგვისტოს 22 წლის გოგო, სავარაუდოდ, ძლიერი ინტოქსიკაციით დაიღუპა.