ხაშურში საავადმყოფოს ექიმები გაიფიცნენ

ხაშურის საავადმყოფოს ექიმები გაიფიცნენ. სამედიცინო პერსონალი საავადმყოფოს ხელმძღვანელობისგან სახელფასო დავალიანების გადახდას ითხოვს.

როგორც კლინიკის ერთ-ერთმა ექთანმა განუცხადა, საავადმყოფოში 11 სექტემბრიდან ახალი კომპანია „ევექსი“ შემოდის, ხოლო ამჟამინდელ მფლობელს „ალიანს მედ სერვისს“ მედპერსონალის შრომითი ანაზღაურება მაისიდან არ გაუცია.

მისივე თქმით, ექიმების გაფიცვის შემდეგ, მათთან კლინიკის მენეჯერი თემურ მდინარაშვილი მივიდა და დაპირდა, რომ ერთი თვის ხელფასს 15 აგვისტოს მიიღებენ, ხოლო თუ ამის შემდეგ მათ რაიმე პრეტენზია ექნებათ, მოუწოდა, ჯანდაცვის სამინისტროს ან სასამართლოს მიმართონ.

წყარო: 1tv.ge

banner
წინა სტატიაშიGem Fest-დან საავადმყოფოში კიდევ 5 ახალგაზრდა გადაიყვანეს
შემდეგი სტატია“GEM FEST”-ზე 2 ახალგაზრდის ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო