გელხაური შაქარაშვილის საქმეზე-გამოძიება და მართლმსაჯულება ყველანაირად ხელს გვიშლის

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების ადვოკატთა ნაწილი პროცედურულ დარღვევებზე საუბრობს. ერთ-ერთ არასრულწლოვნის უფლებადამცველი გიორგი გელხაური აცხადებს, რომ გამოძიება დაცვის უფლების განხორციელებაში ხელს უშლის.

„მიგვაჩნია, რომ ყველანაირად ხელს გვიშლის როგორც გამოძიება, ასევე მართლმსაჯულება, რომ ნაკლებად შევძლოთ ჩვენი ინტერესების და ჩვენი დაცვის უფლების განხორციელება, იმ პირების მიმართ, ვისაც ვიცავთ. როგორც მოგეხსენებათ ასეთივე ფორსმაჟორში მოხდა მტკიცებულებების გადმოცემა. შუაღამეს დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ მტკიცებულებებს გადმოგვცემდნენ და დილის ათის ნახევარზე ჩაინიშნა სასამართლო პროცესი“, – განაცხადა გელხაურმა.

banner
წინა სტატიაშიამომრჩევლის მოსყიდვასთან დაკავშირებით რეგულაციები მკაცრდება, სისხლის სამართლის სანქცია 100 ლარზე ქვევითაც იმოქმედებს
შემდეგი სტატია” ვფიქრობ, რომ გერმანიის ელჩმა გარკვეული შეცდომა დაუშვა თავის განცხადებაში, თუმცა ამით ეს საკითხი უნდა დავხუროთ”