” ვფიქრობ, რომ გერმანიის ელჩმა გარკვეული შეცდომა დაუშვა თავის განცხადებაში, თუმცა ამით ეს საკითხი უნდა დავხუროთ”

ფიქრობ, გერმანიის ელჩმა თავის განცხადებაში გარკვეული შეცდომა დაუშვა, თუმცა ეს საკითხი უნდა დავხუროთ, რადგან გერმანიასთან და ევროკავშირთან თანამშრომლობა ნომერ პირველი პრიორიტეტია,- ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გერმანია საქართველოს მხარდამჭერი ქვეყანაა, ევროკავშირში კი საქართველოს ოჯახია.

„პირველი – გერმანია ჩვენი მხარდამჭერი, პარტნიორი ქვეყანაა, ევროკავშირი არის ის, სადაც არის ჩვენი ოჯახი, სადაც უნდა ვიყოთ. ვფიქრობ, რომ გერმანიის ელჩმა გარკვეული შეცდომა დაუშვა თავის განცხადებაში, თუმცა ამით ეს საკითხი უნდა დავხუროთ, რადგან გერმანიასთან და ევროკავშირთან თანამშრომლობა ნომერ პირველი პრიორიტეტია“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიგელხაური შაქარაშვილის საქმეზე-გამოძიება და მართლმსაჯულება ყველანაირად ხელს გვიშლის
შემდეგი სტატიაევროკავშირმა შეათანხმა ქვეყნების სია, რომლებთანაც საზღვრები გაიხსნება, მათ შორის არის საქართველო