გელათის შემდეგ უბისას ჯერი დადგა-მღვდელმა ზამთარია, მცივაო და ტაძარში ღია ტიპის გამათბობელი (ე.წ. პლიტა) სველ კედელს მიაბჯინა და ჩართო

გელათის შემდეგ უბისას ჯერი დადგა. როგორც „თაიმერს“ მარგვეთისა და უბისის ეპარქიიდან შეატყობინეს, უბისის ტაძრის ერთ კედელს ობი მოეკიდა და ხატები დაზიანდა, ხოლო თავად კედელი წყლითაა გაჟღენთილი.

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, უბისაში ე.წ. გრუნტის წყალმა ამოხეთქა. როგორც „თაიმერს“ ექსკლუზიურად ეუბნებიან, სასულიერო პირმა, აქაოდა ტერიტორიას დავიცავო, ამოხეთქილ წყალს „გზა მისცა“, „ტრუბა, ტრუბას მიამონტაჟა“ და ე.წ. “შლანგი” მიუერთა, რომელიც იქვე მიაგდო. წყალმა იდინა, იდინა და უბისას ტაძრის საძირკევლში „დაიბუდა“.

წყალი ქვას ხეთქავს, უბისას ტაძრის კედელიც გახეთქა და როგორც გვეუბნებიან, დღეს ერთი კედელი სრულად დაობებულია და ხატები განადგურების პირას არის. მეტიც, მღვდელმა ზამთარია, მცივაო და ტაძარში ღია ტიპის გამათბობელი (ე.წ. პლიტა) სველ კედელს მიაბჯინა და ჩართო. სითბომ, აორთქლებულმა წყალმა პროცესები დააჩქარა. დღეს უბისას ტაძრის ერთ-ერთი კედელი, ასე თუ გაგრძელდება, შესაძლებელია მალე ჩამოინგრეს,“ – უყვებიან „თაიმერს“.

რატომ მოექცა სასულიეორ პირი ასე ვანდალურად უნიკალურ კულტურულ მემკვიდრეობას? – ამ კითთხვაზე პასუხის გასაცემად „თაიმერი“ საპატრიარქოსთან დაკავშრებას ამაოდ შეეცადა – საპატრიარქო ჩვენს ზარებს ტრადიციულდ არ პასუხობს.

ზოგადად, არ აქვს მნიშნელობა, საერო პირი იქნება თუ სასულიერო, ყველა, ვინც მსგავს ვანდლიზმს ჩადის, კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს.

შეგახსენებთ: სოფელ უბისაში წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი და სამონასტრო კომპლექსია.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა ესტონეთის პრემიერმინისტრი ძებნაში გამოაცხადა
შემდეგი სტატიადარეგისტრირდი საჯარო მეტყველების კონკურსზე და გამოცადე შენი შესაძლებლობები – პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია