გელა ჩივიაშვილი: სოციალურად დაუცველებისთვის განკუთვნილი თანხები არ მცირდება

მერიის სოციალური სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი აცხადებს, რომ სოციალურად დაუცველებისთვის განკუთვნილი თანხები არ მცირდება.

როგორც გელა ჩივიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სოციალურად დაუცველთათვის განკუთვნილ თანხებთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციები ვრცელდება.

„მინდა განვმარტო, რომ თუ შეიძლება ამ საკითხზე ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს არასწორი ინფორმაციის გავრცელება. სუბსიდია არის 106 ლარი 70 000 ქულის ქვემოთ მქონე მოსახლეობისათვის, თუმცა გადახდა მიმდინარეობს ფაქტიური დანახარჯის მიხედვით, ანუ ადამიანმა თუ დაწვა 30 ლარი, მე როგორ გადავუხადო 100 ლარი. მარტივი არითმეტიკაა და შესაბამისადაც, რაც დახარჯა მოსახლეობამ 100%-ით იხდის მერია 106 ლარის ლიმიტის ფარგლებში. ანუ აქ არაფერი არ არის ახალი. როგორც ადრე განვმარტეთ, საბანკო ანგარიშებზე თანხა აღარ ირიცხება, ირიცხება სოციალური სააგენტოს მიერ, 200 000 ქულის ქვემოთ მოწვდილი სიების შესაბამისად სააბონენტო ანგარიშზე ელექტრო ენერგიის, წყლისა და დასუფთავების ანგარიშის გადასახადი”, – განაცხადა ჩივიაშვილმა.

მისივე თქმით, მერია ხარჯს აანაზღაურებს 100%-ით 106 ლარის სუბსიდიის ფარგლებში, 70 00 ქულის ქვემოთ მყოფი მოსახლეობისთვის.

როგორც გელა ჩივიაშვილი აცხადებს, 2017 წლის ბიუჯეტში ყველა პროგრამა, რაც არის წარდგენილი, წარდგენილი არის იმ საჭიროების და ფაქტიური ხარჯის შესაბამისად, რაც იყო 2016 წელს.

banner
წინა სტატიაშიმარტვილში კერძო ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს
შემდეგი სტატიასაბა მეტრეველი : ცხოვრებაც დიდი თამაშია