გეგა გეგეშიძის მხარდასაჭერად დიღომში, პოლიციის შენობასთან აქცია იმართება

ჭიდაობის ფედერაციის ოფიციალური ფეისბუკ-გვერდი დიღომში, პოლიციის სამმართველოსთან აქციის შესახებ იუწყება. დღეს ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ბრალდებით დააკავეს. სავარაუდოდ აქცია სწორედ გეგეშიძის მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

“ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ჩამოვიდნენ დუშეთის შეკრებიდან, ასევე თავისუფალი სტილით მოჭიდავეები იკრიბებიან დიღომში, პოლიციის სამმართველოსთან, ვისაც სურვილი გაქვთ შემოგვიერთდით”, – ნათქვამია ფედერაციის მიერ ფეისბუკზე გავრცელებულ განცხადებაში.

წყარო: netgazeti.ge

banner
წინა სტატიაშიბრედ პიტის და შარლიზ ტერონის რომანი არ დადასტურდა
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსს შეხვდა