გედევან ფოფხაძე : ფრაქციის სხდომაზე შევალ და ვნახავ, არის თუ არა ჩემი ადგილი გუნდში

სხდომაზე შევალ და ვნახავ, არის თუ არა ჩემი ადგილი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ოფისთან, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გედევან ფოფხაძემ განუცხადა კითხვაზე, რამდენად ხედავს დღეს მის ადგილს „ქართული ოცნების“ გუნდში.

ამასთან, დეპუტატმა განსახილველ საკითხებზე წინასწარ საუბრისგან თავი შეიკავა.

„ჯერ შევალ სხდომაზე, შევხედავ, რა ხდება და მერე მექნება საშუალება სრულფასოვნად გითხრათ. ნუ ვიმარჩიელებთ სხდომის დღის წესრიგთან დაკავშირებით. სხდომის შემდეგ გეტყვით“, – განაცხადა ფოფხაძემ.

banner
წინა სტატიაშიგორში სავარაუდოდ, H1N1 ტიპის ვირუსით, 32 წლის ქალბატონი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიამარიამ ჯაში : ეკა ბესელიას ფრაქციიდან გარიცხვის საკითხი არ დგას დღის წესრიგში