გორში სავარაუდოდ, H1N1 ტიპის ვირუსით, 32 წლის ქალბატონი გარდაიცვალა

გორში სავარაუდოდ, H1N1 ტიპის ვირუსით, 32 წლის ქალბატონი გარდაიცვალა. სოფელ თორტიზაში მცხოვრები ახალგაზრდა ქალი, გორის კლინიკურ საავადმყოფოში გვიან ღამით, გრიპის სიმპტომებით მიიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გართულებული მდგომარეობის გამო, პაციენტი საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა. ექიმების თქმით, ქალბატონმა სამედიცინო დაწესებულებას დაგვიანებით მიმართა.

გორის კლინიკურ საავადმყოფოში მისვლამდე, ოჯახს პაციენტი სხვა კერძო კლინიკაში ჰყავდა გადაყვანილი, სადაც ის არ მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში H1N1 ტიპის ვირუსით ორი ადამიანი გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაში“ლენდოს” დაყაჩაღების საქმეზე ზუგდიდის დასუფთავების სამსახურის მოქმედი თანამშრომელი დააკავეს
შემდეგი სტატიაგედევან ფოფხაძე : ფრაქციის სხდომაზე შევალ და ვნახავ, არის თუ არა ჩემი ადგილი გუნდში