GDI: ხელისუფლება სათანადო ღონისძიებებს არ ატარებს ლევან ვასაძის განცხადებების საპასუხოდ

“საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” გმობს პარტია “ერის” დამფუძნებლის, ლევან ვასაძის განცხადებას, რომელმაც ხელისუფლებას “თბილისი პრაიდის” ღირსების მარშის გასაუქმებლად 10-დღიანი ვადა მისცა. GDI მას სიძულვილის წამახალისებელსა და ჰომოფობიურს უწოდებს.

“ხელისუფლება სათანადო ღონისძიებებს არ ატარებს ლევან ვასაძის, სხვა სიძულვილის ჯგუფების და ზოგადად ჰომოფობიური და სიძულვილის წამახალისებელი განცხადებების/ძალადობრივი ქმედებების საპასუხოდ და არ ახორციელებს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ეფექტურ გამოძიებას. სწორედ ამის შედეგია ის, რომ ყოველწლიურად ჰომოფობიური დაჯგუფების ლიდერები და წევრები ღიად იმუქრებიან და აანონსებენ თავდასხმებს ლგბტ+ თემის წარმომადგენლებსა და მხარდამჭერებზე”, – წერს GDI.

GDI მოუწოდებს სამართალდამცავ უწყებებს გამოიჩინონ პოლიტიკურინება, გაატარონ პრევენციული ღონისძიებები ღირსების მარშის გამართვამდე. ამასთან დაიწყონ გამოძიება ყველა დანაშაულის შემცველი შემთხვევის მიმართ, ხოლო დაგეგმილი კვირეულის ფარგლებში უზრუნველყონ თითოეული აქტივისტის უსაფრთხოება.

banner
წინა სტატიაში“სრულად გამოთაყვანდნენ”: სააკაშვილი ხელაშვილის განცხადებაზე
შემდეგი სტატიაპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე წვდომა დროებით შეზღუდულია