პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე წვდომა დროებით შეზღუდულია

საქართველოს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ცნობით, ტექნიკური პრობლემის გამო, საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე დროებით შეზღუდულია წვდომა. პრობლემის აღმოფხვრამდე ვერ ხერხდება საკომიტეტო სხდომებისა და სხვა საპარლამენტო ღონისძიებების პირდაპირი ტრანსლაცია.

ყველა ღონისძიების ჩანაწერს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი მოგვიანებით გაავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიGDI: ხელისუფლება სათანადო ღონისძიებებს არ ატარებს ლევან ვასაძის განცხადებების საპასუხოდ
შემდეგი სტატიასაქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 1 256.2 ლარია