გაზრდილ რიცხვებს არ აღვიქვამთ როგორც ნეგატიურ რიცხვებს – ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, კორონავირუსის შემთხვევების გაზრდილ რიცხვებს ნეგატიურად არ აღიქვამენ – ეკატერინე ტიკარაძემ ქვეყანაში შექმნილ ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

“გაზრდილ რიცხვებს არ აღვიქვამთ როგორც ნეგატიურ რიცხვებს, რადგან საკმაოდ მაღალია პროცენტული გამოვლენა იმ სამიზნე ჯგუფებში, რომლებშიც ჩვენ ვატარებთ ტესტირებას.

ჩვენი მიზანია, გამოვლენა გვქონდეს მაღალი და არცერთი ინფიცირებული არ დარჩეს როგორც საზოგადოებისთვის რისკის მატარებელი საზოგადოებაში და ინფექციის გამავრცელებელი,” – აღნიშნა მინისტრმა.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 578 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 375 პაციენტი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიასაქართველო გრიპის 250 000-ზე მეტ ვაქცინას შეიძენს – მინისტრს თქმით, აცრებზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება