გაზპრომმა Bank of China-სგან 2 მილიარდი ევრო კრედიტი აიღო

ჩინურმა ბანკმა Bank of China “გაზპრომთან” კონტრაქტი გააფორმა 2 მილიარი ევროს კრედიტის კომპანიისთვის გამოყოფის შესახებ. კრედიტი ხუთწლიანია – ნათქვამია “გაზპრომის” მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კომპანიის ისტორიაში ეს ყველაზე მსხვილი ფინანსური ოპერაციაა, რომელიც მხოლოდ ერთი ორგანიზაციიდან მიიღეს.
ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს “გაზპრომის” საბჭოს თავმჯდომარემ ანდრეი კრუგვოვმა და Bank of China-ს ვიცე-პრეზიდენტმა ვან ხუაბინემ.
Bank of China ჩინეთში მეორე უმსხვილესი ბანკია.

banner
წინა სტატიაშიოშკის საკონსერვაციო გამაგრებითი პროექტის შემუშავება იგეგმება
შემდეგი სტატიასააპელაციო სასამართლომ ბაია გადაბაძის საჩივარი არ დააკმაყოფილა