“გაზპრომი” ე.წ. სამხრეთ ოსეთში წილს ზრდის

“გაზპრომის” დირექტორთა საბჭომ “გაზპრომ-სამხრეთ ოსეთში” წილი 100%-მდე გაზარდა. როგორც რუსული მედია ავრცელებს, გაზის ჰოლდინგი თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელმძღვანელობისგან 25%-იან წილს მინუს 1 აქციას ერთ რუბლად შეიძენს. ოფიციალურ დოკუმენტში ნათქვამია, რომ სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების მფლობელობაშია 7 499 999 აქცია, რაც სულ 7 499 999 რუბლის ღირებულებისაა.
მიმდინარე წლის ნოემბერში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთს შორის ყიდვა-გაყიდვის შესახებ და “გაზპრომ-სამხრეთ ოსეთის” სამომავლო საქმიანობის შესახებ კანონს.

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთი ტრამპს “ისლამური სახელომწიფოს” დამარცხების თაობაზე არ ეთანხმება
შემდეგი სტატიამოსკოვში 60 ჩეჩენი დაააკვეს