ბრიტანეთი ტრამპს “ისლამური სახელომწიფოს” დამარცხების თაობაზე არ ეთანხმება

ჰაფეზ ასადმა ,,შარლი ებდოს,, მოწინააღმდეგებს დაარტყა გუშინ სირიის ქალაქ იდლიბში, სადაც ამ ქალაქისა და მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობა ადგილობრივი ისლამისტი ლიდერების ხელმძღვანელობით ,,შარლი ებდოს,, კარიკატურების წინააღმდეგ გამოხატავდა პროტესტს, ასადის საჯარისო ფორმირებებმა საჰაერო დარტყმა განახორციელეს შეკრებილ მოსახლეობაზე. იერიშის შედეგად დაღუპულია 10 და დაჭრილია 7 მოქალაქე. დასახლებულ პუნქტს, დაბომბვის შედეგად გამოწვეული ნგრევისა და გაჩენილი ცეცხლისაგან, მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა. ამავედროს, სირიის ქალაქ ალეპოს ოლქის პროვინცია ქობანიში (ქალაქი აინ ელ არაპ) , რომელსას ისლამური სახელმწიფოს მეომრები აკონტროლებენ, გუშინ ერაყიდან ქურთისტანის ,,ფეშმერგას,, შეიარაღებული ნაწილები შევიდნენ. თურქული მედიის ცნობით, ქურთულმა ,,ფეშმერგამ,, აშშ-სთან შეთახმებით მიიღო გადაწყვეტილება სირიის ტერიტორიაზეც მიეტანა იერიში ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებზე, რასაც ნატოს ავიაციის მიერ ამ პროვინციაზე განხორციელებული ავიადარტყმებიც მოწმობს. ამ მომენტისათვის ქალაქ აინ ელ არაპში რომელიც შავ ბოლშია გახვეულია, გააფრთებული ბრძოლები მიმდინარეობს ჯიჰადისტებსა და ,,ფეშმერგას,, შორის.

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ტობიას ელვუდმა განაცხადა, რომ აშშ-ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს არ ეთანხმება, რომ “ისლამური სახელმწიფო” დამარცხებულია – “ტვიტერის” ბლოგზე დაწერა. “მე კატეგორიულად არ ვეთანხმები. ის ექსტრემიზმის სხვა ფორმებში გარდაისახა და საფრთხე ისევ არსებობს” – დაწერა მინისტრმა.

მანამდე გავრცელდა, რომ აშშ-მ სირიიდან ჯარის გაყვანა დაიწყო – თეთრ სახლში განაცხადეს. ადრე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მათ “ისლამური სახელმწიფო” დაამარცხეს სირიაში. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აშშ სირიის კამპანიის ახალ ფაზაში გადადის და ტერორისტებზე გამარჯვება კოალიციის დაშლას არ ნიშნავს. “აშშ და ჩვენი მოკავშირეები მზად არიან ოპერაციას ხელახლა დაუბრუნდნენ ამერიკის ინტერესების დასაცავად” – თეთრი სახლის პრეს-მდივანმა სარა სანდერსმა თქვა. მისი თქმით, აშშ “რადიკალურ ისლამისტურ დაჯგუფებებთან ბრძოლას განაგრძობს” .

banner
წინა სტატიაშიკახეთში მომხდარი ინციდენტი – სამართალდამცველებმა ქეთევან მირიანაშვილი დააკავეს
შემდეგი სტატია“გაზპრომი” ე.წ. სამხრეთ ოსეთში წილს ზრდის