გაზეთ „ ქრონიკა + “ -ის ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ

გაზეთ „ ქრონიკა + “ -ის ჟურნალისტს რესტორან „ალაგის“ ადმინისტრაციის თანამშრომლები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის მიზეზი მისი კოლეგების მიერ ამავე რესტორანში გადაღებული ვიდეო გახდა. ვიდეომასალაში „ქართული ოცნების“ დეპუტატის ცოტნე ზურაბიანის ცეკვაა ასახული. აღნიშნული ვიდეო გაზეთის რედაქტორმა, ელისო კილაძემ სოციალურ ქსელში ატვირთა, რამაც რესტორნის ადმინისტრაციის გაღიზიანება გამოიწვია.

„მე ჩამიყვანეს რესტორნის ადმინისტრაციამ ე.წ. კუპეში და დამიწყეს საქმის გარჩევები. მომთხოვეს, რომ ეს ვიდეო ორმოც წუთში უდნა ამეღო, უნდა აეღო ქალბატონ ელისო კილაძეს და ლევან უნდა მიმეყვანა რესტორანში, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი წამოვიდნენ მუქარით, დამემუქრნენ, დაემუქრნენ ჩემს კოლეგას, რომ მას არ ელის კარგი დღე. ისინი უხეშად ჩაერივნენ ჩემს პირად სივრცეში, გამიჩხრიკეს ტელეფონი, სადაც მიბრძანეს, რომ მე წამეკითხა ჩემი და ლევან მიმოწერა თუ როგორ იგეგმებოდა მათივე თქმით, მათი აზრით ცოტნე ზურაბიანი ცეკვის გადაღება,“- განაცხადა გიორგი საკარულმა.

„ქრონიკა + “-ის რედაქტორი ელისო კილაძე ყვება, რომ დაზარალებული ჟურნალისტი, რესტორნის მეპატრონეებმა გვერდზე ბარიდან გამოიყვანეს, რის შემდეგაც დაემუქრნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. კილაძემ შსს-ს საქმის გამოძიებისკენ მოუწოდა.

„გიორგი საკარული, რომელიც წამოსული იყო უკვე რესტორნის პრეზენტაციიდან და გვერდით ბარში იმყოფებოდა იქ მიაკითხეს, წაიყვანეს და მას დაუყენეს ულტიმატუმი, ჩაიყვანეს პირველ სართულზე სადღაც სარდაფში. გიორგი საკარული სცემა ბარის მეპატრონემ პირადად და მას აქვს ძალიან მძიმე დაზიანებები სახის და ტავის არეში. მე კატეგორიულად მოვითხოვ შსს-გან, რომ დაუყოვნებლივ იქნას დამნაშავე დაკავებული,“- განაცხადა კილაძემ.

ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმის ქეთევან ესართიას თქმით, პაციენტს ქალა-ტვინის დახურული ტრავმა აღენიშნებოდა, თუმცა ამ მომენტისთვის მისი მდგომარეობა სტაბილურია.

„მისი დიაგნოზი გახლავთ ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა. იყო არასტაბილური ჰემო დინამიკა მაღალი არტერიული წნევის სახით. ამ მომენტისთვის პაციენტის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ის დარჩება კლინიკაში დინამიკაში დაკვირვებისთვის,“- განაცხადა ექიმმა.

banner
წინა სტატიაშიიმუნიტეტის მოხსნა გიგა ბოკერიადან დაიწყოს, რომელიც გავრილოვზე განხორციელებული პროვოკაციის მთავარი ორგანიზატორია „ქართულ ოცნებასთან“ ერთად – ინაშვილი
შემდეგი სტატიასაფრენი აპარატი, რომელიც „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით ტელეკომპანიის თავზე დაფრინავდა, ისრაელის ავიაკომპანიას ეკუთვნის