გავრილოვის “სკამი” და “ღამე” კი არ გახლავთ მოვლენების შესაძლო განვითარების უმთავრესი ასპექტი, არამედ დავით გარეჯში მოწყობილი პროვოკაცია

გასაგებია, ვიცი ყურადღებით კითხულობთ, რომ მაიგნორებთ ამას მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის – ამიტომ ვწერ: გავრილოვის “სკამი” და “ღამე” კი არ გახლავთ მოვლენების შესაძლო განვითარების უმთავრესი ასპექტი, არამედ დავით გარეჯში მოწყობილი პროვოკაცია, რომელშიც პრეზიდენტი და საპატრიარქო, პატრიოტული ძალები ერთად მონაწილეობდნენ. (გულწრფელად გაბრაზებულები ცალკე “კალათაში”). ამიტომ, ეს “ვულკანი”, რომელიც ადვილად გასაღვიძებელია ასევე ადვილად სამართავიც გახლავთ. (იმ დღეებში კონკრეტული ჯგუფები ცალკეული კელიების მათთვის გადასაცემად 40 ლარის გადახდას რომ აპირებდნენ, ესეც ცალკე თემაა, რომლისგანაც ასეთუ ისე გამოვძვერით და აქ მადლობა აზერბაიჯანულ მხარესაც უნდა ვუთხრათ). ახლა, როდესაც რუსეთის შესაძლო ინტერვენციაზე ვრცელდება აქა-იქ ინფორმაცია, ასევე, ცნობილი ხდება, რომ აშშ-ს სადაზვერვო კომიტეტის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა მაიკ როჯერსმა ტელეკომპანია “Fox News” – თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთმა სამხრეთ ოსეთში თავისი სამხედროების რიცხვი გაზარდა. მაიკ როჯერსის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, იმ მიზნით, რომ შექმნას ირანთან პირდაპირი კავშირი, საქართველოსა და სომხეთში საომარი მოქმედებების განხორციელებისთვის ემზადება. ” მათ სამხრეთ ოსეთში გადააქვთ თავიანთი ყველაზე თანამედროვე ტექნიკა. ამის მიზეზები არ არსებობს, რადგან ქართული არმია მათთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. ეს ყველაფერი სერიოზულ შეშფოთებას იწვევს”- განაცხადა წარმომადგენელთა პალატის კომიტეტის თავმჯდომარემ.
ამ კონტექსტში აქტუალური ხდება ორი კითხვა: 1. სად უნდა ველოდოთ დარტყმას?; 2. როდის?
სავარაუდო პასუხები: გარეჯმა ქვემო ქართლი გახადა მოწყვლადი, ასევე აქტუალურია პანკისი და რა თქმა უნდა, სამცხე-ჯავახეთი სომხეთის “დაბრუნების”კონტექსტშიც…;
დრო კი საერთაშორისო კონიუქტურის გათვალისწინებით – ანტიირანული ოპერაციის დაწყებამდე; პარალელურ რეჟიმში ან/და კონკრეტულ ფაზაში;

ახლა იმაზეც დავფიქრდეთ რას ვახვედრებთ აქ, საკმაოდ მოდერნიზებულ და გადაიარაღებულ რუსულ ჯარს?
1. დაქსაქსულ პოლიტიკურ სპექტრს, რომელსაც საომარი მოქმედების პირობებში არ ექნება ურთიერთდანდობის მინიმალური შანსი; 2. კრიზისებისგან “გადაღლილი” ხელისუფლება, რომლის იდეოლოგიურ-პროპაგანდისტული ეფექტიანობა კრიტიკას ვერ უძლებს; 3. “იზორიას” ჯარი (დახასიათებას და განმარტებებს შეგნებულად ავარიდებ თავს); 4. სახელისუფლებო ფრთაზე სანდო პოლიტიკური ლიდერის დეფიციტი; 5. ოპოზიციის რიგებში დაქსაქსულობა და ასევე სანდოობის დეფიციტი – ახალი პერსონებისა და პოლიტძალების მყისიერი მარგინალიზირების ორკესტრირება (ხელისუფლებაც იგივეს აკეთებს); 6. საკმაოდ მძიმე ეკონომიკური ფონი;
ამ ყველაფრის გათვალისწინებით რა გვჭირდება? 1. პოლიტიკური გონიერება, რომელიც კრიზისმენეჯმენტის უმაღლესი პოლიტაჟი უნდა იყოს და ოპოზიცია-ხელისუფლება სტრატეგიული ( კულუარულ) თანამშრომლობის რეჟიმში გადავიდნენ. ეს არ ცვლის არც ერთი მხარის “ყოფით”, ყოველდღიურ დღის წესრიგს; 2. მყისიერი ეკონომიკური გაჯანსაღების ნაბიჯები, მაქსიმალური ეფექტი მინიმალურ დროში; 3. (არა) გეგმიური საერთაშორისო სამხედრო სწავლებები; 4. მჭიდრო კონტაქტები სომხეთის, აზერბაიჯანის, ჩრდილოეთკავკასიის მიმართულებით და არნახული საგარეო პოლიტიკური აქტივობა, ნებისმიერი პოლიტიკური, საზოგადოებრივი ფიგურის (აქ პარტიულ კუთვნილებას აზრი არ აქვს იხ. 1 პუნქტი) კავშირების რეალიზებით;

მგონი ამ ეტაპზე საკმარისია რაც დავწერე… – წერს ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა

banner
წინა სტატიაშიბურჭულაძე : ვის რაში სჭირდებით, რა გადატრიალება, თქვენ ისედაც უკვე გადატრიალებული ხართ
შემდეგი სტატიაილია მეორე : ცხოვრების გზა არც ისე იოლია, მრავალი დაბრკოლება ხვდება ადამიანს და ამ დროს მას სჭირდება დახმარება, სულიერი შეწევნა