ბურჭულაძე : ვის რაში სჭირდებით, რა გადატრიალება, თქვენ ისედაც უკვე გადატრიალებული ხართ

“მითხარით, რომელ გადატრიალებაზეა საუბარი. ვის ატყვილებენ, დაგვცინიან? ბატონო ოცნების წევრებო, მე მინდა, გითხრათ, რომ ოპოზიციაში ბევრად თქვენზე ჭკვიანი და განათლებული პოლიტიკოსები არიან, როგორც ხელმძღვანელობაში, ისე რიგითები. ასეთ საჩუქარს ეგენი თქვენ არ გაგიკეთებდნენ არასდროს, არც მოუვიდოდათ აზრად. იმიტომ, რომ, 7 წელია უკვე გიტანთ თქვენ მთელი საქართველო და დარჩა რამდენიმე თვე და თქვენ გაწყობთ ეს, რომ მოხდეს გადატრიალება, მერე სათქმელი რომ გქონდეთ, რომ არა გადატრიალება, ჩვენ მოვიდოდით ისევ ხელისუფლებაშიო. ვის რაში სჭირდებით, რა გადატრიალება, თქვენ ისედაც უკვე გადატრიალებული ხართ, თქვენ თვითონ მოუწყვეთ თქვენს თავს გადატრიალება. მე ყოველთვის ვიძახდი, რომ ეს არის მავნებელი მთავრობა, მაგრამ ისინი უკვე 20 ივნისის მერე დამნაშავეებად ჩამოყალიბდნენ. ” – პაატა ბურჭულაძე რუსთავი 2-ის ეთერში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებაზე საუბრობს.

banner
წინა სტატიაში“კითხვა ეხებოდა ყველაფერს, რაც არის დაკავშირებული გავრილოვის სისხლიან ღამესთან” – გია ბარამიძე მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხეს
შემდეგი სტატიაგავრილოვის “სკამი” და “ღამე” კი არ გახლავთ მოვლენების შესაძლო განვითარების უმთავრესი ასპექტი, არამედ დავით გარეჯში მოწყობილი პროვოკაცია