“გავრილოვის ღამე ამ ქვეყანაში არ დასრულებულა”

ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მისული მოქალაქეები დარბევას ეხმაურება და ამბობს, რომ ბრძოლა გაგრძელდება.

“ეს არის პასუხი იმაზე, რომ ხალხი ითხოვს პატიოსან არჩევნებს, სამართლიან ადმინისტრაციას ცესკოსი, რომ ქართველი ხალხის უზენაესი ნება აღსრულდეს. მთელი ქვეყანა ვთანხმდებით, რომ არჩევნები არ ჩატარებულა. ბრძოლა იქნება ბოლომდე. გავრილოვის ღამე ამ ქვეყანაში არ დასრულებულა, ის გრძელდება. ისევ კობახიძე, ისევ გახარია, ისევ ივანიშვილი მათი კოლექტიური სახელი – გავრილოვი. ეს არის 20 ივნისის ბრძოლა. ხალხს აქვს უფლება რომ ხელისუფლება შეცვალოს, ცვლის მაგრამ საბოლოო ჯამში სხვა რამეს წერენ. ამას არავინ შევურიგდებით”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

banner
წინა სტატიაშიაქციის მონაწილეები კვლავ ცესკოსთან დაბრუნდნენ
შემდეგი სტატია“წყლის ჭავლი მომიტინგეებს, რომ მიუშვით გაფრთხილების გარეშე, აღარ გაღელვებთ კოვიდის გავრცელების საშიშროება თქვე ფარისევლებო?”